
ახალი ამბები
რუსეთის თვითმფრინავებმა კვლავ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე – 15:18 17.10
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დღეს დილით, 9 საათსა და 10 წუთზე სოხუმიდან გამოფრინდა 6 მი-24 ტიპის ვერტმფრენი, რომლებმაც აფხაზეთის სვანეთში განლაგებული მარუხის უღელტეხილის მიდამოები დაბომბეს.17 ოქტომბერს 11:05 საათზე რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში ორი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი შემოვიდა, რომლებმაც გადაიფრინეს მესტია და ომარიშარა და მიმართულება მარუხისაკენ აიღეს. თვითმფრინავები ტერიტორიის შემოფრენის შემდეგ ისევ რუსეთის მიმართულებით გაბრუნდნენ. ამ ფაქტის შესახებ შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.