skip to content
ახალი ამბები

“მოქალაქეთა კავშირი” დეპუტატებს კარგავს

მმართველ “მოქალაქეთა კავშირს” კიდევ ერთი დეპუტატი დააკლდა. ახალციხელი დეპუტატი ანზორ თამარაშვილი ოპოზიციურ ფრაქცია “ახალი მემარჟვენების” წევრი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით თამარაშვილის ეს გადაწყვეტილება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს გიგლა ბარამიძისა და “მოქალაქეთა კავშირს” შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. თამარაშვილი ბარამიძის ახლო ნათესავია.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ “მოქალაქეთა კავშირის” რიგები ერთ-ერთმა აქტიურმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმაც დატოვა. მიზეზი პრეზიდენტის პოლიტიკისადმი უარყოფილება იყო. დავითაშვილი ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი დეპუტატია და არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ შედის

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button