skip to content
ახალი ამბები

ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩს: სანქციების დაწესება მეგობრობას ჩრდილს აყენებს

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ივნისს.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა“, – განაცხადა საგარეო უწყებამ. „ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად“.

2024 წლის დეკემბრიდან გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო; ასევე მაღალი რანგის მოსამართლეებს „სერიოზული კორუფციის“ ბრალდებების გამო; და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათ შორის გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასევე დატოვა თანამდებობა.

„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: English

Back to top button