
შსს სასამართლოს მანდატურზე აქტივისტის მხრიდან სავარაუდო თავდასხმის ფაქტს იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივნისს განაცხადა, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით, რა დროსაც იგი მანდატურებმა ძალით გაიყვანეს სასამართლოდან, სადაც დაკავებული მომიტინგეების საქმეზე სხდომა იმართებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მანდატურის სამსახურმა ნინო დათაშვილს განუმარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. თუმცა, იგი „არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“. დათაშვილს ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
This post is also available in: English