
ახალი ამბები
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 ივნისს.
ორივე მათგანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. 11 მარტს სუს-მა იმავე ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება. ერთი მათგანი მალევე გამოუშვეს, ხოლო ძმები აქამდე პატიმრობაში რჩებოდნენ.
This post is also available in: English