skip to content
ახალი ამბები

„ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არჩევნების წინ ერთიანდებიან

9 ივლისს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ახალმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით მონაწილეობის შესახებ გააკეთეს განცხადება. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთ პარტიასთან, „ლელოსთან“, მოსალოდნელი ალიანსი „მცირე განსხვავებების“ გამო არ შედგა.

„ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიას განცხადებით, „ლელოსთან“ თანამშრომლობისთბის კარი ღია რჩება და მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გაგრძელდება. მისი თქმით, ამისთვის ჯერ საკმარისი დროა.

ორმა პარტიამ, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ საარჩევნო გაერთიანება დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნეს. ჯერჯერობით უცნობია, ბიულეტენზე რა ნომერს და სახელს გამოიყენებს ახალი კოალიცია არჩევნებზე.

მიზნები და პრიორიტეტები

ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტიისადმი“ მიდგომაზე. მათ ასევე პირობა დადეს, რომ არ ითანამშრომლებდნენ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან“, ყურადღება გაამახვილეს ოპოზიციის კოორდინაციისა და მათ შორის აგრესიის არარსებობის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოებას, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, შევთავაზოთ არჩევანი“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

„მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, არის არსებული რუსული რეჟიმი. ამიტომ, 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი“, – განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთის მხრივ, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო“, – განაცხადა „ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ერთი დღით ადრე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა, რომლებიც უკვე ერთი წელია კოალიციაში არიან, ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაცია გამართეს.

პოლიტიკური პარტიებისთვის პარლამენტში შესასვლელად დაწესებული 5%-იანი ბარიერის გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა 2023 წლიდან პოლიტიკურ პლატფორმებში გაერთიანება დაიწყეს. ზუსტად ერთი წლის წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში გაერთიანების შესახებ გააკეთეს განცხადება.

მსგავსი/Related

Back to top button