skip to content
ახალი ამბები

მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით.

ამავე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობამ 2.7 მილიონი შეადგინა, რაც 19.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა და მათი უმეტესობა (54%) მამაკაცია.

„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

გასული წლის მესამე კვარტალშიც ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7% იყო. მეორე ადგილზე სომხეთი იყო 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 13.7%-იანი წილით.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button