skip to content
ახალი ამბები

“ქართული ოცნების” რეაქციები მიშელის მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის გაფართოების გეგმაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თაობაზე დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა. მისი თქმით თუ საუბარი ბალკანეთის ქვეყნებზეა, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი 12, 18 წლის წინ მიიღეს “ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება … 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, – დასძინა კობახიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ “ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება” და დაამატა: “იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით: „პერსპექტივაში 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, რადგან როგორც მაკრონი ამბობს, 27 წევრშიც კი არ არის სინქრონიზაცია, რომელიც მოითხოვება ამ მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანებისაგან. ამის უამრავი მაგალითი დავინახეთ. ეს რა საკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ. პირიქით, ასოცირების ხელშეკრულება არსებობს და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები. გარკვეულ თემებზე შეგვიძლია გავაგრძელოთ დისკუსიები, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ევროკავშირი ასე ხედავს ამ სიტუაციას” .

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: “პოზიტიურია ის, რომ შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროა ის მოცემულობა, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ. აი ეს უწყობს ხელს ზუსტად ევროსკეპტიციზმს”.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button