ახალი ამბები

მიშელი: “2030 წელს გაფართოებისთვის მზად უნდა ვიყოთ”

სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი და ასპირანტი ქვეყნები „2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის“. მან ისაუბრა მკაფიო, თუნდაც ამბიციური, ვადების დაწესების აუცილებლობაზე, რათა “შენარჩუნდეს სანდოობა”.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა; ჩვენ კი უნდა ვიმოქმედოთ” და რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ გაფართოებას და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე „დააფიქსირებენ პოზიციას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით … და მე ველი, რომ ასევე ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს საკითხები დაბრუნდება დღის წესრიგში” დასძინა მიშელმა.

მისი თქმით ყველა სახელმწიფო რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიეცა – მათ შორის არის საქართველოც – მოხსენიებული უნდა იყოს როგორც ევროკავშირის “მომავალი წევრი სახელმწიფოები”.

მან დასძინა, რომ წევრობა არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის მნიშვნელობას წევრობის მიღების პროცესში, რადგან მისი თქმით ევროკავშირის წევრობას მოაქვს „როგორც პასუხისმგებლობა, ასევე სარგებელი“, ხოლო პირველის აღება და მეორის გამოყენება გულისხმობს შესაბამის მზადყოფნას.

დასავლეთ ბალკანეთზე საუბრისას მიშელმა აღნიშნა: “ევროკავშირში ადგილი არ არის წარსული კონფლიქტებისთვის” და, კერძოდ, მიუთითა ახლადშეერთებული ქვეყნების მიერ მომავალი წევრების დაბლოკვის მცდელობების მიუღებლომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button