skip to content
ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) აჭარაში 31 ოქტომბერს ჩატარებული 21 წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

უსკო-ს ცნობით, 31 ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – ქართულმა ოცნებამ და ენმ-ძალა ერთობაშიამ გადალახეს. მათ ამომრჩეველთა ხმების 45.86% და 33.95% მიიღეს.

რაც შეეხება სამი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შედეგებს, აქ მმართველმა ერთ ოლქში გუნდმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა, დანარჩენ ორში კი – მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ქართული ოცნებისა და ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატები გადავიდნენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ენმ-ძალა ერთობაშია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აჭარის უმაღლეს საბჭოში მოპოვებულ 6 მანდატზე უარს ამბობს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

#28 ბათუმი

  • ტიტე აროშიძე – ქართული ოცნება – 41.85%;
  • გიორგი კირთაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 34.43%.

#29 ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული

  • ცოტნე ანანიძე – ქართული ოცნება – 50.05%;
  • ელგუჯა ბაგრატიონი – ენმ-ძალა ერთობაშია – 36.6.

#30 ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები

  • ფრიდონ ფუტკარაძე – ქართული ოცნება – 48.93%;
  • გია აბულაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 31.81%.

მსგავსი/Related

Back to top button