skip to content
ახალი ამბები

ფულადი გზავნილები 2015 წელს 25%–ით შემცირდა და 1.08 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში საგარეო ფულადი გზავნილები 2015 წელს 25%–ით შემცირდა 2014 წელთან შედარებით და 1.08 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კლება ძირითადად გამოიწვია გადმორიცხვების შემცირებამ როგორც რუსეთიდან, რომელიც ფულადი გზავნილების მთავარი წყაროა საქართველოსთვის, ასევე საბერძნეთიდანაც.

2014 წელთან შედარებით რუსეთიდან გზავნილები 39%–ით შემცირდა და 2015 წელს 432.68 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ფულად გზავნილებში 2014 წელს არსებული 49.2%–დან 40%–მდე შემცირდა 2015 წელს.

მიუხედავად საბერძნეთიდან გზავნილების 42.5%–იანი კლებისა, ეს ქვეყანა მაინც დარჩა ფულადი გზავნილების მეორე უმსხვილეს წყაროდ საქართველოსთვის 2015 წელს და გზავნილების მოცულობამ 117.68 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საბერძნეთის შემდეგ მოდის იტალია 109 მილიონი აშშ დოლარით (10.2%–იანი კლება); აშშ – 91.42 მლნ აშშ დოლარი (11.5%–იანი ზრდა); თურქეთი – 68.87 მლნ აშშ დოლარი (7.1%–იანი ზრდა); ისრაელი – 32.78 მლნ აშშ დოლარი (38.9%–იანი ზრდა); ესპანეთი – 26.69 მლნ აშშ დოლარი (4.6%–იანი კლება); გერმანია – 26.64 მლნ აშშ დოლარი (10%–იანი ზრდა).

უკრაინიდან ფულადი გზავნილები, რომელიც საქართველოსთვის მეექვსე უმსხვილესი წყარო იყო 2014 წელს, 2015 წელს 32.4%–ით შემცირდა და 20.81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს ფულადმა გზავნილებმა 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.45%–იანი კლება იყო წინა წელთან შედარებით.

მსგავსი/Related

Back to top button