skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ისრაელში ვიზიტი დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თავის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო ისრაელში, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდება თავის კოლეგას ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ შიმონ პერესს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი ასევე გეგმავს შეხვედრებს ქნესეთის სპიკერთან იული ედელშტეინთან, ასევე ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და  იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-სთან.

ბიძინა ივანიშვილს თან ახლავს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button