skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიის ქონება აუქციონზე იყიდება

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მოტივით მასზე დაკისრებული 11 მილიონიანი ჯარიმა ვერ გადაიხადა.

აუქციონზე გატანილი ქონება შეიცავს უძრავ ქონებას თბილისსა და საჩხერეში, რომლის საერთო ფართიც 36 000 კვდრატულ მეტრს შეადგენს და სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის მსუბუქ ავტომობილებს, მიკროავტობუსებს და სატვირთო მანქანებს, ასევე ბულდოზერებს და ტრაქტორებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია 5 153 831,5 ლარი, საბაზრო ღირებულების 50%. ონლაინ აუქციონი 2 აგვისტოს დასრულდება.

26 ივლისს სასამართლომ „ქართუ ბანკის“ სახელმწიფო იძულებითი მართვის რეჟიმი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადა იმ მიზნით, რომ ხელისუფლებამ ეს თანხები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მოახმაროს. სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა დაიბრუნა კონტროლი  თავის 21.7% აქციებზე „პროგრეს ბანკში“, რომელიც ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ დააფუძნა.       

იმავდროულად, 26 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კახი კალაძეს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღა. კოალიციის ადვოკატის შალვა თადუმაძის თქმით, განჩინებაში აღნიშნულია, რომ  არსებობს ვარაუდი იმისა, რომ კალაძე შემოსავლის უკანონო ლეგალიზებას ახორციელებს. თუმცა მისი თქმით, სასამართლოს „ბუნდოვან“ გადაწყვეტილებაში მოცემული ინფორმაციის სიმწირის გამო საქმის სხვა დეტალები უცნობია. მთავარ პროკურატურას ამ საკითხზე ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button