ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთი ახალი წევრი შეემატა

თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მელაძე 23 მარტს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ წევრად აირჩია.

მან წარდგენილ ორ კონკურენტთან შედარებით კენჭისყრისას ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა. აღნიშნული ვაკანსია იანვარში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საბჭოს ყოფილი წევრი, ზურაბ ხარატიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან საბჭოში კიდევ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე მიმდინარეობს ამჟამად შესარჩევი კონკურსი. 2008 წლიდან საბჭოს წევრს, მამუკა ფაჩუაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ამოეწურა.

This post is also available in: English Русский

Back to top button