skip to content
ახალი ამბები

ალასანია ოპოზიციის გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცახდა, რომ ერთიანობის შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში ”გარდაუვალი იქნება”.

”ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ საერთო ძალებით, ერთიანი კანდიდატით უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ამიტომაც, ჩვენ ამ ერთობას აუცილებლად შევქმნით… პროცესში ვართ მოლაპარაკების, ერთობა შეიძლება სხვა ფორმებითაც იქნას მიღწეული,” – განაცხადა ალასანიამ 16 თებერვალს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ირაკლი ალასანია თბილისის მერის კანდიდატად აპირებს კენჭისყრას, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოიაზრება.

თბილისის მერი პირდაპირი წესით, 30%-იანი ბარიერით აირჩევა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას, თუმცა არანაკლებ 30%-ისა, დააგროვებს. ბევრი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, რასაც ოპოზიციური ხმების დაყოფა მოყვება, ხელსაყრელ ვითარებაში ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა აღმოჩნდება.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button