ახალი ამბები

ტარიელ ონიანი მოსკოვში დააკავეს

მოსკოვის სიახლოვეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი დააკავეს, იტყობინება 11 ივნისს ”ინტერფაქსი” სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, ტარიელ ონიანს და მასთან ერთად დაკავებულ მისი დაცვის წევრებს ბრალად ედებათ ადამიანის გატაცება. კერძოდ, საუბარია ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის გატაცებაზე გამოსასყიდის მიღების მიზნით.

5 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ტარიელ ონიანი, ასევე ბონდო შალიკიანი და ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებენ საქართველოში ”არეულობებს”.  ჯერ კიდევ 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყებამდე ანალოგიური განცხადება შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა. 

Back to top button