
ოპოზიციის წევრ გელა ხასაიას წინასწარ პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ გელა ხასაიას, აქტივისტსა და ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ჯგუფურად ჩადენილი ნაკლებად მძიმე ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენებაში ბრალი წაუყენა. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ხასაია თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. ხასაია აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციებში და არაერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული ბრალდებით.
This post is also available in: English