
შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი გრეგორ სომერი საქართველოში არ შემოუშვეს, იტყობინება OC Media 1 ოქტომბერს. გამოცემის ინფორმაციით, მას საზღვარზე 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს აქციების დროს, სავარაუდოდ, „გზის გადაკეტვისთვის“, რაზეც ჟურნალისტმა უარი განაცხადა.
OC Media-ს ცნობით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სომერი საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი. ის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდა.
გამოცემა ასევე იტყობინება, რომ კიდევ ერთი, გერმანელი ჟურნალისტი, რომლის ვინაობაც ანონიმური რჩება, ქვეყანაში მას შემდეგ შემოუშვეს, რაც მან გზის გადაკეტვისთვის დაკისრებული 5 000-ლარიანი ჯარიმა გადაიხადა.
This post is also available in: English