ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, გალში სროლების შედეგად სამი აფხაზი მილიციელი დაშავდა

გალის რაიონში სამი აფხაზი მილიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც მათი მანქანა ნაღმზე აფეთქდა, რასაც მოყვა ინტენსიური სროლები, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ”რეგნუმი” და ”კავკაზსკი უზელი”, ასევე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი დაახლოებით დღის 3 საათზე მოხდა სოფელ ნაბაკევის მახლობლად, როდესაც აფხაზური მილიციის მანქანა ტერიტორიის პატრულირებას ახორციელებდა. ინციდენტის სხვა დეტალები არ ვრცელდება.    

Back to top button