
ახალი ამბები
გურგენიძე და გილაური ლონდონში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე, ფინანსთა მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ვლადიმერ გურგენიძე ლონდონში შეხვედრებს გამართავს ბრიტანელ ბიზნესმენებთან. სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, განიხილება ევროობლიგაციების გამოშვების საკითხიც.
ლადო გურგენიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათ წლამდე ვადის მქონე ევროობლიგაციები. ამ მიზნით მთავრობამ ორი ბანკი – JP Morgan და UBS – უკვე შეარჩია.