ახალი ამბები

პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 ან 21 იანვარს შედგება

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაცია 20 ან 21 იანვარს გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ.


”წინასწარი მონაცემებით ჩამოვა ძალიან ბევრი ძალიან მაღალი რანგის სტუმარი,”- განუცხადა ჟურნალისტებს 11 იანვარს მან.


ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 13 იანვარს გამოაცხადებს. იმავე დღეს ოპოზიცია, რომელიც მეორე ტურის გამართვას მოითხოვს, საპროტესტო მანიფესტაციას გეგმავს ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით. 

Back to top button