ახალი ამბები

ცესკოს ლეიბორისტი წევრი დარღვევებზე საუბრობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი მთვარელიძე აცხადებს, რომ რიგ ოლქებში ადგილი ჰქონდა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადაკეთებას.


ქარელის, გორის, კასპის, თეთრიწყაროს, ზესტაფონის, ბოლნისის რაიონებში, მისი თქმით, არჩევნების შემაჯამებელი ოქმები საუბნო კომისიის წევრებს ჯერ ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ შტაბებში მიჰქონდათ და მხოლოდ ამის შემდეგ საოლქო კომისიაში.


”ამ დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილია საჩივრები, რომელიც ამ დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოვა”, – განაცხადა გიორგი მთვარელიძემ.

Back to top button