ახალი ამბები

ქუთაისში საარჩევნო უბანს თავს დაესხნენ

ქუთაისის 111-ე საარჩევნო უბანს 6 იანვრის ღამის 2 საათზე უცნობი პირები დაესხნენ თავს.


გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია უბანში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.


”ყველაფერი შუქის ჩაქრობით დაიწყო და შემდეგ უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს და დაარბიეს შენობაში არსებული ინვენტარი,”- განუცხადა ქუთაისის ამ საარჩევნო უბნის წარმომადგენელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

Back to top button