ახალი ამბები

შსს-მ პატარკაციშვილის შტაბისთვის განკუთვნილი თანხა ამოიღო

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა სამი ეჭვმიტანილი დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ნაღდი ფულით  – 120 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გამოძიების წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბისთვის იყო განკუთვნილი. 


”გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების ფაქტზე,”- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, ”ეჭვმიტანილები ვერ ასაბუთებენ ფულის წარმომავლობას, თუმცა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, განმარტავენ რომ ის განკუთვნილი იყო არკადი პატარკაციშვილის შტაბისთვის”. 


ეს განცხადება არჩევნების დასრულებიდან 1,5 საათში გაკეთდა.


ზღულაძემ ასევე განაცხადა, ეჭვმიტანილები მიუთითებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის რეგიონის გავლით გუშინ 60 ათასი დოლარი უკვე გადაეცა პატარკაციშვილის შტაბს.


 

Back to top button