ახალი ამბები

ხელისუფლება მზადაა ნათელაშვილს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნოს

ხელისუფლება მზადაა სახელმწიფო დაცვა დაუნიშნოს შალვა ნათელაშვილს, პრეზიდენტობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.


ნათელაშვილის შტაბმა სამთავრობო დაცვა დღეს საღამოს მოითხოვა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმება.

ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ადრე ნათელაშვილმა უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაცვაზე,  ”თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა უგულისყუროდ ვტოვებთ გაკეთებულ განცხადებას – ჩვენ ახლაც მზად ვართ გამოუყოთ სახელმწიფო დაცვა”.

Back to top button