
ახალი ამბები
ოპოზიციური კოალიცია კომისიებში მათი წევრების შევიწროებაზე საუბრობს
საუბნო საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრები, განსაკუთრებით გორის ოლქში, მუქარისა და ტერორის ქვეშ არიან, განაცხადა ოპოზიციური კოალიციის სახელით თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან.
”განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა გორის რაიონში განლაგებული საარჩევნო უბნების თავმჯდომარეები, რომლებიც იბარებენ ჩვენი კომისიის წევრებს, ამაში მონაწილეობს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეც [ლადო ვარძელაშვილი], მონაწილეობენ გამგებლები და ხშირ შემთხვევებში ლიკვიდაციითაც კი ემუქრებიან ჩვენი კომისიის წევრებს. მაგალითად, 51-ე უბანზე იყო მრავალგზისი ასეთი მუქარა,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე.