ახალი ამბები

შატილში არჩევნები აღარ გაიმართება

შატილში, სადაც დიდთოვლობის გამო დღეს დილით საარჩევნო უბნის გახსნა ვერ მოხერხდა, საპრეზიდენტო არჩევნები და პლებისციტი აღარ გაიმართება, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.


შესაბამისად, არჩევნების ჩაშლის გამო კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს შატილის ერთადერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 130 ამომრჩეველი.


საქართველოს დანარჩენ 3 511 უბანზე ხმის მიცემა ამ დროისთვის განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.


 

Back to top button