skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კოკოითს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების მიზეზებზე იმსჯელეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 4 სექტემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.


“ორივე მხარემ შეშფოთება გამოხატა ცხინვალზე დაგეგმილი ე.წ. ”მარშის” გამო,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


ცხინვალი აცხადებს, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, მოძრაობა ”კოკოითი ფანდარასტ”-ის ფარგლებში სავარაუდოდ სექტემბერში აქციის გამართვას გეგმავს.


რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოგდების ”პროვოკაციული” ინციდენტი და 29 აგვისტოს რუსეთის მოქალაქე ორი ოსი სამშვიდობოს თბილისის მიერ დაკავების ფაქტი.


”აღინიშნა სურვილი სიტუაცია დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ჩარჩოებს დარეგულირების სამეტაპიანი პროგრამის ფარგლებში და ამ კონტექსტში შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომის სწრაფად ჩატარების მნიშვნელობა”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button