skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტები აცხადებენ, რომ დაბომბვის უკან სააკაშვილი დგას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლება 6 აგვისტოს თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა.


მისი თქმით, ამ ”დადგმული სპექტაკლით” სააკაშვილის ხელისუფლება მიზნად ისახავდა, ერთის მხრივ, ”გადართოს განრისხებული ხალხის ყურადღება საკუთარი ავი საქმეებიდან პატრიოტულ თემატიკაზე”.


მეორე მიზანი, განაცხადა ნათელაშვილმა, იყო საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღება ხელისუფლების შენარჩუნების გამო.


მისი თქმით, შესაძლოა ”ამ ბომბებით თამაშში” ერთხელ მართლაც დაბომბოს საქართველო რუსეთმა.


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს, ამ ბრალდებებს ასე უპასუხა: ”საქართველოს ბევრი მოღალატე ჰყავდა ისტორიის მანძილზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button