skip to content
ახალი ამბები

სოხუმი სააკაშვილს ”ეთნიკური სიძულვილის” გაღვივებაში ადანაშაულებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პრეზიდენტი სააკაშვილი მცდარი ინფორმაციის გავრცელების გზით აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის არსებული ნაპრალის გაფართოებაში დაადანაშაულა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 მაისს განაცხადა, რომ გაგრაში არსებული სკოლებში ქართული სახელმძღვანელოები ”საჯაროდ დაწვეს”. სააკაშვილმა პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საქმესთან დაკავშირებით დუმს.


”ქვეყნის ლიდერის მიერ გაკეთებული ამგვარი განცხადება შესაძლოა შეფასდეს, როგორც ამორალური სწრაფვა საყოველთაო ჰუმანიტარული ღირებულებების მანიპულირებისკენ ქსენოფობიისა და ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ეთნიკური სიძულვილის გაზრდის მიზნით,” – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.


” ქვეყნის პრეზიდენტმა – რომლის შეიარაღებულმა ძალებმა განზრახ დაწვეს აფხაზეთის სახელმწიფო არქივი და აფხაზეთის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; გაანადგურეს და მოიპარეს უნიკალური ისტორიული გამოცემები აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ – კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ ერკვევა აფხაზეთში არსებულ რეალურ სიტუაციაში,”- ნათქვამია განცხადებაში. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button