skip to content
ახალი ამბები

რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია ცხინვალში შეხვედრებს მართავს

დღეს თბილისიდან რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია რუსეთის პრემიერის თანაშემწის გენადი ბუკაევის ხელმძღვანელობით ცხინვალში გაემგზავრა, სადაც უკვე შეხვდა დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელს იური მოროზოვს.


ბუკაევის განცხადებით, ცხინვალში სტუმრობის მიზანია შეფასდეს იმ 3 მლნ ევროს ოდენობის დახმარების ეფექტურობა, რომელიც რუსეთმა 2006 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად გამოუყო რეგიონს ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. მთლიანობაში ამ მიზნით 10 მლნ ევრო გამოიყო, თუმცა რუსული დახმარება დანარჩენი დონორების გვერდის ავლით, დამოუკიდებლად დაიხარჯა.


”სამწუხაროა, ბრიუსელში დონორთა კონფერენციის შედეგი ჯერ-ჯერობით არ აისახა კონკრეტულ ღონისძიებებში. ერთადერთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც ჩადო თანხა… ეს დახმარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დროული და ეს დახმარება მივმართეთ რეკონსტრუქციაზე, მოდერნიზაციაზე და მნიშვნელოვანი სოციალური ობიექტების აღდგენაზე,” – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი მოროზოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსეთის ოფიციალური დელეგაცია ცხინვალში 2 დღეს დაჰყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button