skip to content
ახალი ამბები

კრიზისების შეფასების ჯგუფი სომხურ და აზერბაჯანულ უმცირესობებზე მოხსენებას ავრცელებს

მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნულ უმცირესობათა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა, მაინც მცირე პროგრესია მიღწეული სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით, რომლებიც მოსახლეობის 12%-ზე მეტს შეადგენენ, განაცხადა ბელგიაში განთავსებულმა კრიზისების შეფასების საერთაშორისო ჯგუფმა თავის მოხსენებაში, რომელიც საქართველოში ამ ორი უმცირესობის მდგომარეობას ეხება.


სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, სადაც სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობები ცხოვრობენ, დაძაბულობის არსებობა აშკარაა მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არსებობს იმის რისკი, რომ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ტიპის საფრთხე შეექმნას, ნათქვამია მოხსენებაში.   


“თბილისმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს უმცირესობათა უფლებებს, მათ შორის მეორე [არასახელმწიფო] ენების გამოყენებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი კონფლიქტი“, – ნათქვამია მოხსენებაში.


ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ “უმცირესობათა უდიდეს პრობლემაა“ ის, რომ ისინი სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობენ.


მოხსენაბაში ასევე ნათქვამია, რომ დონორთა დახმარებით, საქართველომ ინვესტიციები ჩადო გზების და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში იმ რეგიონებში, სადაც უმცირესობები ცხოვრობენ, შექმნა სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ჩამოაყალიბა სახელმწიფო მოხელეთა ინსტიტუტი უმცირესობათა მოსამზადებლად და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.


“მაგრამ პრიორიტეტს წარმოადგენდა ეროვნული ერთობის დემონსტრირება უმცირესობათა დაცვის თვალსაზრისით“,  – ნათქვამია მოხსენებაში. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button