skip to content
ახალი ამბები

თბილისი შსკ-ს სხდომაზე მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას ითხოვს

12 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლა მოითხოვა ახალი ფორმატით, სადაც ევროკავშირი, აშშ, რუსეთი და ეუთო სამშვიდობო პროცესში “გარანტორების“ როლს შეასრულებენ.


თბილისი დაჟინებით აცხადებს, რომ შსკ-ს ოთხმხრივი ფორმატი, რომელშიც ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეები შედიან, მოძველებული, არაეფექტური და არასამართლიანია.


“დღის ბოლოსათვის [12 ოქტომბერს] მერაბ ანთაძის ამ წინადადებამ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა“, – განუცხადა რუსეთში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა რუსულ ტელეკომპანიას.


მოსკოვი და ცხინვალი გმობენ თბილისის განზრახვას მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლის თაობაზე და მას სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობად აფასებენ.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button