skip to content
ახალი ამბები

თბილისი: საჰაერო რეისების აკრძალვა იურიდიულ საფუძველს მოკლებულია

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 3 ოქტომბერს განაცხადეს, რომ რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, თბილისი არ შეუქმნის რაიმე დაბრკოლებებს რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების განხორციელების კუთხით.


“რუსული კომპანიები იყენებენ ქართულ საჰაერო სივრცეს… ჩვენ მათ რაიმე დაბრკოლებებს არ ვუქმნით“, – განაცხადა საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კარბელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. 


მისი თქმით, რუსულმა ავიაკომპანია “სიბირმა“ რამდენიმე რეისი განახორციელა საქართველოს გავლით ერევანსა და სამხრეთ რუსეთის ქალაქებს შორის მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. 


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, რომ არ არსებობს იურიდიული საფუძველი რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.  


“სამივე კომპანიას საბუთები და ლიცენზიები წესრიგში აქვს“, – განაცხადა მან 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


“დღეს ჩვენ მივიღეთ შეტყობინება კომპანია “აეროფლოტისგან“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, ისინი აუქმებენ 3-4 ოქტომბერს დაგეგმილ [მოსკოვი-თბილისი] რეისებს“, – დასძინა მან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button