ახალი ამბები

ემზარ კვიციანის და წინასწარ პატიმრობაში რჩება

დღეს კოდორის ხეობის ამბოხების მეთაურის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში კიდევ ერთი თვით დატოვა.


ნორა კვიციანს, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 30 ივლისს შეეფარდა.


ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში ემზარ კვიციანი, რომელიც ხელისუფლებას პარტიზანული მოქმედებებით დაემუქრა, თავის დას გათავისუფლებას დაპირდა. 


ემზარ კვიციანი და ნორა კვიციანის შვილი, ბაჩო არღვლიანი ხელისუფლების მიერ იძებნებიან ივლისის ბოლოს კოდორის ხეობაში მოწყობილი შეიარაღებული ამბოხების გამო.

Back to top button