skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ნატოსთან ‘ინტენსიურ დიალოგს’

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მამუკა კუდავას განცხადებით, 21 სექტემბერს ნიუ–იორკში საქართველოსთან “ინტენსიური დიალოგის“ დაწყების შესახებ ნატოს მინისტერიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნატოსთან ურთიერთობებში “ახალი ერა“ დაიწყო.

“ჩვენ მადლობას ვუხდით ნატოს 26 წევრ ქვეყანას და ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურ დიალოგზე გადასვლა იქცევა ჩვენი რეფორმებისა და ნატოში შესვლისათვის შეუქცევად პროცესად“, –  განაცხადა კუდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, საქართველო ნატოსთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად გაზაფხულიდან მოყოლებული აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამდა.


“შემდეგი ნაბიჯი, იმედია, რომ რაც შეიძლება მალე, იქნება ოფიციალურ კანდიდატად გახდომა“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.  


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button