
ახალი ამბები
ბეჟუაშვილი ნიუ–იორკში პოლონელ და კანადელ კოლეგებს შეხვდა
21 სექტემბერს ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ანა ფოტიგას და კანადელ კოლეგას პიტერ მაკეის.
გელა ბეჟუაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ და კანადელ კოლეგებს ნატოსთან საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხები.
საგარეო უწყების ცნობით, 2008 წელს კანადაში გაიხსნება საქართველოს საელჩო.
21 სექტემბერს გელა ბეჟუაშვილი ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ნიკოლას ბარნსს.