
ახალი ამბები
მერაბიშვილი: ქურდების სახლებში პოლიციის განყოფილებები განთავსდება
შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, უახლოეს ხანებში დაიწყება ე.წ კანონიერი ქურდებისათვის სახლების ჩამორთმევის პროცესი.
“ბევრ ამ შენობაში განთავსდება პოლიციის განყოფილებები“, – განაცხადა დღეს ვანო მერაბიშვილმა.
18 სექტემბერს შსს–მ სასამართლო ნებართვის საფუძველზე კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის წყნეთში მდებარე სახლი აღწერის შემდეგ დააყადაღა.
კანონი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ე.წ კანონიერი ქურდების დაპატიმრებასთან ერთად მათი ქონების კონფისკაციასაც ითვალისწინებს.