skip to content
ახალი ამბები

გაეროს გენერალური ასამბლეა სუამის ქვეყნებში კონფლიქტების საკითხს განიხილავს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 13 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება 61-ე სესიის დღის წესრიგში შავი ზღვის-სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების საკითხი შეიტანოს.


გადაწყვეტილება სუამის წევრი სახელმწიფოების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) თხოვნის შემდეგ “პროცედურული დებატების” შედეგად იქნა მიღებული, იტყობინება გაეროს პრეს-სამსახური.


16 ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სუამის სახელმწიფოებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა საკითხის – “გაჭიანურებული კონფლიქტები სუამის ტერიტორიაზე და მათი ზემოქმედება საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“  – შეტანას დღის წესრიგში.


ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა 15 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და სომხეთი, ხოლო 65-მა თავი შეიკავა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button