skip to content
ახალი ამბები

ბათუმში ქართულ–ამერიკული სამხედრო თანაშრომლობის საკითხები განიხილება

დღეს ბათუმში აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე კონსულტაციების მესამე რაუნდი დაიწყო, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახება, იტყობინება თავდაცვის სამინიტრო.


კონსულტაციებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პენტაგონის 11–კაციანი დელეგაცია, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს მაკდუგალის ხელმძღვანელობით.


დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა და თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის შესახებ იმსჯელეს.


“ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს 2007 წელს ორმხრივი თანამშრომლობა, რა ახალი პროგრამები უნდა დაიწყოს შეიარაღებულ ძალებში. ყველა პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებით 2001 წლიდან ხორციელდება, არის ძალიან წარმატებული და არანაირი ხარვეზი ამ პროგრამებს არ ჰქონია. ახლა გადავდივართ სრულიად ახალ ფაზაში და როცა დამთავრდება ეს კონსულტაციები, ჩვენ გვექნება ამ თანამშრომლობის შეთანხმებული გეგმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button