skip to content
ახალი ამბები

თბილისი, მოსკოვი შსკ-ის სხდომის ზოგიერთ დეტალს აზუსტებენ

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებში რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლის იური პოპოვის განცხადებით, მოსკოვში 17-18 აგვისტოს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე უთანხმოების მთავარი მიზეზი თბილისი უარი გახდა დაწყებულიყო ერთობლივი მუშაობა საერთო სამშვიდობო გეგმის შექმნის მიზნით, იუწყებოდნენ რუსული სააგენტოები 19 აგვისტოს.


„ქართულმა მხარემ პრაქტიკულად შეცვალა პოზიცია, რომელიც შსკ-ს ბოლო სამ სხდომაზე შეთანხმდა, იმის თაობაზე რომ ერთობლივი ჯგუფი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების სამშვიდობო ინიციატივების საფუძველზე ერთობლივ სამშვიდობო  გეგმაზ მოამზადებდნენ“, – იუწყება „რია ნოვოსტი“ პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
„ქართული მხარე კომპრომისისთვის მზად არ აღმოჩნდა… ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ თბილისის პოზიციის დემონსტრაციულად მკვეთრი შეცვლით“, – აცხადებს პოპოვი.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 19 აგვისტოს ინფრომაციით, შსკ-ს სხდომაზე ქართული მხარე გამოვიდა ორი მთავარი ინიციატივით:


• მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დაიწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შეთანხმებული, ერთობლივი პროგრამების შემუშავება;


• დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტული წინადადებების შემუშავება, არსებული მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოებისა და დამატებითი ქმედითი საერთაშორიოს გარანტიების შექმნის თაობაზე.


რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების გაღიზიანება სწორედ ამ უკანასკნელმა ინიციატივამ გამოიწვია. თბილისი ერთობლივ გეგმაზე მუშაობის დაწყებას უკავშირებს არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლის აუცილებლობას.


„სამწუხაროდ მხარეებმა მაშ შორის შუამავლოს სტატუსის მქონე რუსეთის მხარის ჩათვლით, კატეგორიულად უარყვეს საქართველოს მხარის წინადადება… შედეგად ვერ მოხერხდა სხდომის დღის წესრიგის დამტკიცება და კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების განხილვა“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button