skip to content
ახალი ამბები

სოხუმი შიშობს, რომ თბილისმა შესაძლოა საომარი მოქმედებები დაიწყოს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 8 აგვისტოს ტელეკომპანია “იმედს” ტელეფონით განუცხადა, რომ აფხაზური მხარე მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც აიძულებს სოხუმს მოემზადოს შესაძლო საომარი მოქმედებებისთვის.


“ჩვენ ომისთვის ვემზადებით, რადგანაც ჩვენ მუდმივად საფრთხეს ვგრძნობთ. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გამუდმებული ზრდაც სწორედ ამის [საფრთხის] მაჩვენებელია“, – განაცხადა შამბამ.


“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა საკითხი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ, მაგრამ თუ პროვოკაციები კვლავ გაგრძელდება – მათ შორისაა გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში განლაგების თაობაზე – ჩვენ სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ ამ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“, – დასძინა მან.


შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი კონსულტაციებს მართავს რუსეთის ოფიციალურ პირებთან უსაფრთხოების გარანტიებზე და იქვე დასძინა, რომ “თითოეულმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები“. იგი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button