skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაძლოა მთავრობა დაითხოვოს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შესაძლოა მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის შესახებ გააკეთოს განცხადება.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ ასევე იტყობინება დღეს დეპუტატ გიგა ბოკერიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში გამორიცხული არ არის.


ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ პრეზიდენტ სააკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოსთხოვა, თუმცა ხელისუფლების გავლენიანმა წარმომადგენლებმა 7 ივლისს განაცხადეს, რომ მერაბიშვილის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button