
ახალი ამბები
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში ჩამოდის
22-23 ივნისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
23 ივნისს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ცხინვალის რეგიონს ეწვევა.