
ახალი ამბები
ბათუმის რუსული ბაზა მეოთხე სამხედრო ეშელონმა დატოვა
დღეს ბათუმის სატვირთო რკინიგზის სადგურიდან ბათუმში დისლოცირებული რუსეთის მე-12 ბაზიდან გამოტანილი სამხედრო ტექნიკით დატვირთული მე-4 ეშელონი გიუმრის მიმართულებით გავიდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ვაგონში ჩატვირთული ტექნიკის ჩამონათვალშია: მძიმე მექანიზირებული ხიდი – კრაზი 255, მსუბუქი უაზი-469, წინაღობის გამწმენდი საინჟინრო ტ-55 და სარემონტო-საევაკუაციო ბრონირებული მანქანა ტ-72. ასევე, ოთხი სატვირთო კამაზი-4310, ოთხი სატვირთო ურალი-4320, 23 სატვირთო ზილ-131 და სამი მსუბუქი უაზი-3151.