
ახალი ამბები
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ პირველი ტრანში გადმორიცხა
აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის თანახმად, რომელიც ძალაში აპრილის თვეში შევიდა, “ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ანგარიშზე 3.1 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხა.
“ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ინფორმაციით, პირველი ტრანშით გათვალისწინებული თანხები განკუთვნილია ფონდის 30 ივნისის ჩათვლით განსახორციელებელი საქმიანობის დასაფინანსებლად. კერძოდ, თანხა მოხმარდება რეგიონალური ინფრასტრუქტურის პროექტებს, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მართვას, აგრობიზნესის განვითარების პროექტს და საქართველოს ჩრდილო-სამხრეთ მილსადენის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.