ახალი ამბები

საქართველოში ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა იკრძალება

სოფლის მეურნეობისა  მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დღეიდან ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა იკრძალება. ვითარებას შესაბამის ორგანოებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროც გააკონტროლებს.


ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აჭარის სოფელ ადლიის მიდამოებში 23 თებერვალს გარეული ფრინველის დაცემის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შორის ერთ-ერთ  გედს ლაბორატორიული შემოწმების წინასწარი შედეგებით ფრინველის გრიპის ვირუსი დაუდგინდა.


თუმცა საბოლოო პასუხისთვის მონაცემები ლონდონისა და ვენეციის საერთაშორიოს ლაბორატორიებშია გადაგზავნილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განაცხადებით, პასუხი სავარაუდოდ ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

Back to top button