skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ქართული სახელმწიფო დაიცავს თავის მოქალაქეებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართულ სახელმწიფოს შესწევს უნარი უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების უსაფრთხოება. იგი სოფელ კარალეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა სიტყვით.


“ჩვენ ვართ ცხინვალის მახლობლად, ჩვენი ხეობების [დიდი და პატარა ლიახვის] მახლობლად და მინდა ვუთხრა ამ ხეობების მაცხოვრებლებს: ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ქართული სახელმწიფო იცავს თქვენს უსაფრთხოებას. მინდა გავაფრთხილო შეიარაღებული ბანდიტები, რომლებიც აქედან შორს არ არიან, სულ რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან: ყველა თქვენგანი პასუხს აგებს. საქართველო ის აღარ არის, რაც იყო, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი დაიცვას თავისი მოქალაქეები“, – განაცხადა სააკაშვილმა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button