ახალი ამბები

სამხედროები პოლიციასთან დაპირისპირების გამო დააკავეს

დღეს ქუთაისის სასამართლომ ჯავშანსატანკო ბატალიონის რამდენიმე ჯარისკაცს, რომლებიც 28 ოქტომბერს გვიან ღამით პოლიციელებთან შეტაკების გამო დააკავეს, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.


გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდათ. 

Back to top button