ახალი ამბები

თბილისს “რაო ეეს“-ის წარმომადგენელი ეწვია

დღეს თბილისში ერთდღიანი ვიზიტით რუსული ენერგოკომპანია “რაო ეეს“-ის გამგებობის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი რაპოპორტი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდება.


მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ანდრეი რაპოპორტი ზამთრის პერიოდში თბილისის ელექტორენერგიით უწყვეტი მომარეგების შესახებ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.


თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „რაო ესს თელასის“ ინფორმაციით, ჩართულია თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი, რომელიც დღე-ღამეში 200 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ასევე დაწყებულია სომხეთიდან დაახლოებით 100 მგვტ-ი ელექტროენერგიის იმპორტი. საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის მოცულობა გაიზრდება.


ზამთრის პერიოდში ჩაირთვება “რაო ესს თელასის“ კუთვნილი მცირე ჰესები “ხრამი-1“ და “ხრამი-2“, “რაც ზამთრის პერიოდში დედაქალაქის 24 საათიან მომარაგებას უზრუნველყოფს“, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას“ თელასში


ზამთრის პერიოდში თბილისს დაახლოებით 8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია ესაჭიროება. 

Back to top button